„სამოსელი პირველის" პრემიერა საქართველოს სახელმწიფო ოპერაში

საქართველო, თბილისი - 10:09 | 31.05.2016
ნანახია: 1837

31 მაისსა და 1 ივნისს, 19.00 საათზე, საქართველოს სახელმწიფო ოპერაში სამოსელი პირველის" პრემიერა გაიმართება. დადგმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამასამოსელი პირველი" ცნობილმა კომპოზიტორმა, ზაზა მარჯანიშვილმა, ქართველი კლასიკოსიმწერლის, გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოების მიხედვით შექმნა. მასში გაერთიანებულია საოპერო, საბალეტო, სახვითი ხელოვნების დადრამატული თეატრის ელემენტები.

სამოსელი პირველის" დამდგმელი რეჟისორია ლაშა ონიანი, რომელიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გერმანიიდან ჩამოვიდა.ქორეოგრაფი - ლალი კანდელაკი, კოსტიუმების ავტორი - ანა კალატოზიშვილი, სცენოგრაფები - ლევან სალუქვაძე და გელაიორდანიშვილი. დამდგმელი დირიჟორი - საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, დავით კინწურაშვილი.

მთავარ პარტიებს შეასრულებენ ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტები: თეა დემურიშვილი, ოთარ ჯორჯიკია, ნიკოლოზლაგვილავა, ირინა თაბორიძე, ირაკლი მურჯიკნელი, ეკატერინე სურმავა, ლალი კანდელაკი, დავით ანანელი , ასევე დრამატული თეატრისმსახიობები: გოგა პიპინაშვილი, რეზო ჩხიკვიშვილი, ნანა შონია, მიხეილ გომიაშვილი, ანდრია გველესიანი, ნინო დუმბაძე და მრავალი სხვა.ოპერის თეატრის გუნდის და ორკესტრის გარდა, მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ დრამაში ჩართულია ინსტრუმენტალისტთა ჯგუფი.სპექტაკლს უდირიჟორებს დავით კინწურაშვილი. პროექტის პროდიუსერია ზურაბ ლოლაძე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე