დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზის ფორუმზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება

საქართველო, თბილისი - 17:10 | 08.10.2015
ნანახია: 1651

"საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, 15-16 ოქტომბერს, თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი ჩატარდება. ღონისძიების  თანაორგანიზატორია ჩინეთის მთავრობა.  ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორუმი. ჩვენ მსოფლიოს 30 ქვეყნიდან  700-მდე დელეგატი გვესტუმრება“ - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მინისტრის თქმით, ფორუმზე მოხდება   აბრეშუმის გზისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების  განხილვა როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ინვესტიციების ნაწილში.

"ფორუმზე ჩამოვლენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომელთა მანდატს შეადგენს აბრეშუმის გზაზე არსებული საინვესტიციო პროექტების დაფინანსება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ  ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება განხილული" - აღნიშნა მინისტრმა




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე