შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 09:46 | 31.05.2016
ნანახია: 1379

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული დავით მ. თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დავით მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას,  „გლოკის“ სისტემის 5 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და 10 მჭიდი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე