შემოსავლების სამსახურმა გადასახადებისაგან თავის არიდების სქემა გამოააშკარავა
საქართველო, თბილისი - 16:52 | 30.05.2016 ნანახია: 1428შემოსავლების სამსახურმა გამოააშკარავა ელექტრონული სასაქონლო ზედნადების უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი, რომელთა ანალიზი გადასახადებისაგან თავის არიდების გარკვეული სქემის მოქმედებას ადასტურებს.
კერძოდ, 6 აპრილს, ხობის რაიონის სოფ. ქვალონში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს ავტომანქანა, რომელსაც ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონელი (პურ-პროდუქტები) გადაჰქონდა. გამოვლინდა, რომ მეწარმე პირის მიერ ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე არაერთგზის იყო გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის მიწოდებაზე. საქონლის რაოდენობიდან და ღირებულებიდან გამომდინარე, მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრებმა მიიჩნიეს, რომ ზემოხსენებული ფიზიკური პირი სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რაზეც ხსენებული ფიზიკური პირის მიმართ შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის შესაბამისად. 5 მაისს ფიზიკურმა პირმა შემოსავლების სამსახურს მიმართა საჩივრით, სადაც აღნიშნავს, რომ არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას, არ აქვს არანაირი სამეწარმეო ურთიერთობა ზემოხსენებულ მეწარმესთან და მის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებთან. ვინაიდან, აღნიშნულ ქმედებებში შეინიშნებოდა საგადასახადო რისკები, გადამოწმდა ინდივიდუალური მეწარმის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რა დროსაც გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 25 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 2 079 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 67 581 ლარს.
ანალოგიური ფაქტი გამოვლინდა 21 აპრილს ქალაქ ქუთაისში, ჭაჭავაძის გამზირზე, სადაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადაამოწმეს ავტომანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (კვერცხი) ტრანსპორტირება. ამ შემთხვევაშიც აღმოჩნდა, რომ ფიზიკური პირი, რომელზეც იყო გამოწერილი შესაბამისი ზედნადები, არ ახორციელებს არანაირ სამეწარმეო საქმიანობას და საეჭვოდ მიიჩნევს თავის სახელზე გამოწერილ ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებებს. გადამოწმდა მეწარმე პირის მიერ გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და გამოვლინდა, რომ საწარმოს მიერ გარკვეულ პერიოდში გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ 1 706 ფიზიკურ პირზე გამოწერილია 1 987 ერთეული მიწოდების სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 276 868 ლარს.
ვინაიდან, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ორივე საქმეზე არსებული მასალები გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
შემოსავლების სამსახური შეახსენებს გადასახადის გადამხდელებს, რომ მსგავსი კანონსაწინააღმდეგო სქემები აზარალებს სახელმწიფოს და პრობლემებს უქმნის ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამასთან, შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აფრთხილებს არაკეთილსინდისიერ გადამხდელებს, რომ მსგავს შემთხვევებზე რეაგირება აუცილებლად მოხდება და კანონის დამრღვევების მიმართ შემოსავლების სამსახური განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა