ჰიპერმარკეტი „გორგია“ უკვე ბათუმშია

საქართველო, თბილისი - 16:38 | 30.05.2016
ნანახია: 2611

ბათუმში სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი „გორგია“ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი დაესწრო.
ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია სამშენებლო და სარემონტო პროდუქცია. მათ შორის, კერამიკული ფილები, სააბაზანო მოწყობილობები, ავეჯი, ცენტრალური გათბობის სისტემები, ლამინირებული იატაკი, სამშენებლო ქიმია და სხვა 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი.
კომპანიის ძირითად საქმიანობას საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს.
ღონისძიებას საკრებულოს წევრები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და კომპანიის პარტნიორები ესწრებოდნენ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე