კვირიკაშვილი: საქართველო განაგრძობს ფართომასშტაბიანი და ამომწურავი რეფორმების განხორციელებას
საქართველო, თბილისი - 15:23 | 30.05.2016 ნანახია: 1251საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, ენერგეტიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტრანსპორტის, ლოჯისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ გახსნეს.
სიტყვით გამოსვლისას საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესფორუმი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში.
„სლოვაკეთთან ჩვენ გვაქვს ძალზე დინამიური სავაჭრო ურთიერთობები, ასევე გვაქვს კარგი შედეგები სახალხო დიპლომატიის თვალსაზრისით, თუმცა არსებობს გაცილებით მეტი პოტენციალი, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობა,“–აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესფორუმის მონაწილეებს საქართველოს შესაძლებლობები და მთავრობის რეფორმების დღის წესრიგი გააცნო. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს რეფორმების ამბიციურ გეგმას, რომელიც კიდევ უფრო განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ევროკავშირში ინტეგრაციას.
"საქართველო ყოველთვის იყო და არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა შეუქცევადია. 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების ხეშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით) ხელმოწერით, ჩვენ გადავდგით უზარმაზარი ნაბიჯი ჩვენი ევროპული მიზნისკენ. ჩვენ მივაღწიეთ სტაბილურ პროგრესს ევროპული რეგულაციებისა და სტანდარტების დამკვიდრებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან, ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაზე. მანვე ხაზი გაუსვა საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის პრიორიტეტებს.
„საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია მსოფლიოში, გულისხმობს თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს და გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს, დაბალ ტარიფებს იმპორტზე და მსუბუქ არასატარიფო რეგულაციებს. ჩვენი ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაციის გზით ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაცია,“–განმარტა პრემიერმა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებზე, რომელიც მოიცავს: საგადასახადო კანონმდებლობისა და ადმინისტრირების გაუმჯობესებას; ღია მმართველობისა და ინკლუზიურობის დონის ამაღლებას; საბაზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაჩქარებას; პროფესიული და უმაღლესი განათლების რეფორმას.
„საქართველო განაგრძობს ფართომასშტაბიანი და ამომწურავი რეფორმების განხორციელებას, რომლებიც მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების შექმნას, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას და მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,“–განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ტექნოლოგიური პარკის შესაძლებლობები გააცნო. მისი თქმით, სულ მალე დაიწყება ე.წ. სტარტაპების პროგრამა, რომელიც პროგრამაში ჩართულ პირებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ თავიანთი ბიზნესიდეები. პრემიერ–მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მცხოვრებ ახალგაზრდებს აღარ მოუწევთ დასაქმების მაძიებელთა რიგებში ყოფნა და ისინი სამეწარმეო საქმიანობით დაკავდებიან.
საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ. მისი განცხადებით, საჭიროა არსებული პოტენციალის გამოყენება, რაც ორივე ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
საქართველო–სლოვაკეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა