საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი იმყოფება

საქართველო, თბილისი - 09:47 | 30.05.2016
ნანახია: 1268

საქართველოში სახელმწიფო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა იმყოფება.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.

ანდრეი კისკას  დახვედრის  ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

დაგეგმილია სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიასთან განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ანდრეი კისკა საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

სლოვაკეთის პრეზიდენტი საქართველოში ბიზნესმენთა დელეგაციასთან ერთად ჩამოვა და ორ ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართება.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად იგეგმება ურთიერთგაგების შესახებ მემორანდუმის გაფორმება საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სლოვაკეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის განვითარების სააგენტოს შორის.

ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება. 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე