გორის რაიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა

საქართველო, თბილისი - 09:38 | 30.05.2016
ნანახია: 1418

მორიგმა სეტყვამ გორის რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ერგნეთში, ქიწნისში, ფხვენისსა და შინდისში მოსახლეობის თქმით, მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ. მათ შორის ხეხილი და ხეივანი. ასევე ერთწლოვანი ნათესები.

ადგილობრივების თქმით, მათ კრედიტები აქვთ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. 

გორის რაიონის ათამდე სოფელი და ქალაქი გორიც, გუშინ რამდენჯერმე დაისეტყვა.

მანამდე სეტყვამ ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სამი სოფლის - მეჯვრისხევის, ახალუბნისა და ახრისის მოსახლეობაც დააზარალა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე