პრემიერ-მინისტრი ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველო, თბილისი - 16:43 | 29.05.2016
ნანახია: 1427

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჟურნალისტის, ზვიად თხელიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მინდა,  უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ჟურნალისტ ზვიად თხელიძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ჩვენ დავკარგეთ პროფესიონალი ჟურნალისტი და კარგი ადამიანი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ასრულებდა. მთელი გულით ვუსამძიმრებ, უპირველეს ყოვლისა, ზვიადის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ტელეკომპანია GDS-ს. ალბათ, ვერაფერს გეტყვით იმ უდიდესი ტკივილის შესამსუბუქებლად, რომელსაც ახლა განიცდით. უბრალოდ, მინდა, იცოდეთ, რომ ამ უმძიმეს წუთებში თქვენს გვერდით ვარ",- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე