„მე ის ვარ“ - სოხუმის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

საქართველო, თბილისი - 15:11 | 28.05.2016
ნანახია: 1961

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის დარამატული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. „მე ის ვარ“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ირაკლი გოგიამ „ახმეტელის თეატრის“ სცენაზე დადგა. სპექტაკლი ნაირა გელაშვილის რომანი მიხედვით დაიდგა, სადაც მთავარ როლებს მსახიობები ნანა ხურითი და გიორგი გასვიანი ასრულებენ.

„პირველად ქართულ სცენაზე იდგმება ცნობილი ქართველი მწერალის ნაირა გელაშვილის ნაწარმოები. საქართველოში ბოლო დროს ხორციელდება სხვადასხვა პროექტი თანამედროვე ქართველი დრამატურგების დამწერლების პოპულარიზაციისთვის, თუმცა ეს პერიოდული აქტივობა, მაინც არ არის საკმარისი და არ იძლევა სასურველ შედეგს. საზოგადოება კვლავაც ნაკლებად არის ინფორმირებული და იცნობს როგორც ქართველ დრამატურგებს, ასევე თანამედროვე ქართველ მწერლებს. ამიტომ, ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად უნდა იქცეს თეატრი და სცენა, საიდანაც მოხდება თანამედროვე ქართველი მწერლების და დრამატურგების წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია როგორც საზოგადოებაში, ასევე პროფესიულ წრეებში. მსგავსი პროექტები ხელს შეუწყობს ამ პრობლემის მოგვარებას და საშუალებას მოგვცემს თანამედროვე ტექსტები გავაჟღეროთ თეატრის სცენიდან, რაც კიდევ უფრო დაახლოებს მაყურებელს თეატრთან და რაცმთავარია, თანამედროვე ქართულ ლიტერატურასთან“, - განაცხადა რეჟისორმა.

სპექტაკლი პრემიერა 30, 31 მაისს „ახმეტელის თეატრში“ გაიმართება, დასაწყისი 19:00 საათზე.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე