აჭარის მთავრობის დელეგაცია კულტურული პროგრამით ყაზახეთში გაემგზავრა
საქართველო, თბილისი - 11:22 | 28.05.2016 ნანახია: 747
27 მაისს, ყაზახეთში საქართველოს საელჩოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ბათუმელი მხატვრების გამოფენა და ქართული ცეკვების შოუ, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი“.
ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში 28 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს ასეტ ისეკეშევს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ასტანასა და ბათუმს შორის თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. აღსანიშნავია, რომ აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადი ყაზახეთიდან ყოველწლიურად მატულობს. ყაზახეთი აჭარის სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს და მის ქალაქებში აქტიური სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებები ხორციელდება. წლევანდელ ზაფხულის სეზონზე ყაზახეთის ორი დიდი ქალაქიდან - ასტანიდან და აქტაუდან დანიშნულია რეგულარული პირდაპირი ფრენები ბათუმის მიმართულებით.
დღის ბოლოს, 19 საათზე, ასტანის ცენტრალურ საკონცერტო დარბაზში „აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი“ საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონცერტს ჩაატარებს. კონცერტს ყაზახეთის მთავრობის და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
29 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ალმაატაშიც ჩატარდება.
პოლიტიკა
- სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩთან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილა
- გახარიამ და ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შეთანხმებას მოაწერეს ხელი
- მარია ზახაროვა განმარტავს, რატომ არ ჩამოდის თბილისში
- ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ევროპული პოლიტიკური სივრცის ნაწილი - გიორგი გახარია
საზოგადოება
- პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჯერჯერობით დაუდგენელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შემდეგ დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი - პარლამენტი
- 13-15 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი
- თავისუფლების მოედანზე, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა
- საქართველოს ბანკი სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობას აგრძელებს
მსოფლიო
- აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს აშშ-ის სენატის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებასთან დაკავშირებით
- ბორის ჯონსონმა ელისაბედ მეორეს ახალი მთავრობის ფორმირების უფლება სთხოვა
- გერმანიაში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
- ბრიტანეთის პარლამენტში რეკორდულად ბევრი ქალი მოხვდა
კონფლიქტები
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის მაცხოვრებლებს ე.წ. საზღვარზე გადასვლის უფლება მისცა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
- ზაქრო ბუთხუზი ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლდა
- ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ავსტრიაში, საერთაშორისო სემინარზე არ დაუშვეს
მედიცინა
- მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია "ბერლინ-ხემის" წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
- ოქტომბრის ბოლოს გრიპის ვირუსზე 100 000 ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მოქალაქეს უფასოდ აცრიან
- საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს - მარიამ ჯაში
- იტალიის საუკეთესო ჰემატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ უფასო კონსულტაციებს გამართავენ