სომხეთისგან განსხვავებით „ინტერ რაო“ ქართული ენერგეტიკული ბაზრის დატოვებას არ გეგმავს

საქართველო, თბილისი - 16:03 | 08.10.2015
ნანახია: 1672

სომხეთისგან განსხვავებით „ინტერ რაო“ ქართული ენერგეტიკული ბაზრის დატოვებას არ გეგმავს. როგორც დღეს სასტუმრო „რადისონში“ გამართულ შეხვედრაზე, სადაც კომპანია „ინტერ რაომ“ საქართველოში მუშაობის ბოლო 2 წლი შეაჯამება, კომპანიის გამგეობის საბჭოს წევრმა ილნარ მირსიაპოვმა განაცხადა, კომპანია ქართული ენერგეტიკული ბაზრით კმაყოფილია და კომპანიას საქართველოს დატოვება არც უფიქრია.

“რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მთლიანად კმაყოფილნი ვართ მდგომარეობით. რა თქმა უნდა, ესა თუ ის ნიუანსი მემორანდუმის ფარგლებში იცვლება, რომელიც განსაზღვრავს ორივე მხარის თანამშორმლობას, მაგალითად ბოლო ტარიფის აწევამ ცოტა შეამცირა მოგების მარჟა, მაგრამ ცხოვრება მოითხოვს. ასე რომ, საქართველოსთან მიმართებაში იგივეს გაკეთება თავშიც კი არ მოგვსვლია აზრად. აქ ყველაფერი გამართულად ფუნქციონირებს. ჩვენ ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომელსაც მხარეები იცავენ. ეს არ იქნება სწორი სვლა ჩვენი მხრიდან“,- აღნიშნა „ინტერ რაო“-ს გამგეობის წევრმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.

შეგახსენერბთ, რომ „ინტერ რაომ“ სომხეთიდან გასვლის შესახებ ოფიციალურად უკვე განაცხადა, თუმცა გარკვეული მედია საშუალებები წერდნენ, რომ კომპანია მალე საქართველოსაც დატოვებდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე