ირაკლი ალასანია: ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება, ძვირად დაუჯდება

საქართველო, თბილისი - 15:30 | 27.05.2016
ნანახია: 1313

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, პარტია არ შეწყვეტს საპროტესტო აქციებს ე.წ. კაბელების საქმეზე უდანაშაულო პირებისგათავისუფლებამდე. მისი თქმით, ეს თემა არის ერთ-ერთი უმთავრესი ქართულ-ამერიკულ დიალოგში.

“დიალოგში ქართულ-ამერიკულ მხარეს შორის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ დაანახოს ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება ძვირად დაუჯდებათ პოლიტიკურად და ამას სჭირდება მოგვარება. მე ნაკლები აქცენტი მაქვს გადატანილი საერთაშორისო ორგანიზაციებზე. ჩვენი პარტია და ის მხარდამჭერები, რომელიც ჩვენ გვყავს, გავაგრძელებთ საპროტესტო აქციებს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.   

ე,წ, კაბელების საქმეზე 5 პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე