რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:52 | 27.05.2016
ნანახია: 1309

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ქალაქ რუსთავში ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ნაგავსაყრელზე ყოველთვიურად 2 957 ტონა ნარჩენი ქალაქ რუსთავიდან და გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან  შედის. ამ დროისთვის კომპანია რუსთავის ნაგავსაყრელზე  ძველი უჯრედის დახურვისა და ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი პოლიგონის  მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. რუსთავის ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სამ თვეში  დასრულდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”,  გარემოსა და ადამიანზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, მოქმედი ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე