ოსმა სეპარატისტებმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გადადეს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 27.05.2016
ნანახია: 1893

ოკუპირებულმა ცხინვალმა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება 1 წლით გადადო.

განცხადებას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მოაწერა ხელი.

დოკუმენტში წერია, რომ რეფერენდუმი საზოგადოებრივ-პოლიტიკური სტაბილურობისა და ოსი ხალხის გრძელვადიანი ინტერესების გათვალისწინებით ტარდება და ის 2017 წელს გაიმართება. 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე