"უნიათო შს მინისტრი და პროკურორი ივანიშვილის ხელის ბიჭია" - მიხეილ მაჭავარიანი

საქართველო, თბილისი - 18:03 | 26.05.2016
ნანახია: 2318

"ნაციონალური მოძრაობა" კორცხელის დაპირისპირების გამოძიებას სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ დამოუკიდებელი გამოძიების შემთხვევაში პირველ რიგში ვიცე-პრემიერ კახი კალაძის დაკითხვა უნდა მოხდეს:

"სასამართლო არ მიიღებს არანაირ აღკვეთ ღონისძიებას. ეტყვის რომ ეს ხალხი თანამშრომლობს გამოძიებასთან და ეს სცენარი არის ივანიშვილი-კალაძის. ვინდაიდან კალაძემ შექმნა ეს ჯგუფი კალაძეა ამ ჯგუფის პასუხისმგებელი და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ კალაძის პასუხისმგებლობას, მის დაკითხვას იმიტომ, რომ გამოძიება რომ ჩატარდეს ნორმალურად და არა ისე როგორც ეხლა, უნიათო და უპასუხისმგებლო შს მინისტრი იქცევა და პროკურორი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭი, რა თქმა უნდა ყველა დაადებს კალაძეს ხელს იმიტომ, რომ მან შექმნა ეს ჯგუფი. ეს ჯგუფი პირველად გამოჩნდა გარდაბანში, ეს ჯგუფი გამოჩნდა კორცხელში, ეს ჯგუფი გამოჩნდება 8 ოქტომებრს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე