ოთხოზორიას მკვლელი წითელი ცირკულარით იძებნება

საქართველო, თბილისი - 15:40 | 26.05.2016
ნანახია: 1763

"ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით და ველოდებით პასუხს", - ამის შესახებ, მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძე დღეს ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი შოთაძეს გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების თაობაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა პროკურორი, იმედოვნებს რომ მკვლელი უახლოეს დღეებში დაკავებული იქნება.

"იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში მკვლელი უკვე წითელი ცირკულარით ძებნილი იქნება“, - განაცხადა შოთაძემ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე