გიგა ოთხოზორიას მკვლელი მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული

საქართველო, თბილისი - 14:57 | 26.05.2016
ნანახია: 1489

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი აცხადებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მხოლოდ ერთი დღით იყო დაკავებული.   

ამის შესახებ მამუკა ცოტნიაშვილმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა. ის სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას პანაშვიდზე იმყოფებოდა.

მამუკა ცოტნიაშვილის განცხადებით, აფხაზეთში მცხოვრებმა მისმა ახლობლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული, რაშიდ კანჯიოღლი მომხდარი მკვლელობისას დააკავეს და ერთი დღის შემდეგ გათავისუფლდა. ის ამჟამად სოხუმში იმყოფება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ქართულ მხერს ამ დრომდე არ დაუდასტურებია. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ამოწმებენ.  



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე