„დღეს, პირველად აქ დგას ნატოს ქართული ასეული" - თინათინ ხიდაშელი

საქართველო, თბილისი - 14:47 | 26.05.2016
ნანახია: 1862

„არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ქვეყანა იმ საშობლოშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა“ - ქართველი გენერლის ამ სიტყვებით თავდაცვის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაძე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

„ეს დღე 26 მაისი ჩვენია და დღევანდელი დღესასწაული უპირველესად იმ ქალების და კაცების, იმ ჯარისკაცების და მოქალაქეების დამსახურებაა, რომელთა თავგანწირვის შესახებ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში  მოუყვებით ჩვენ შვილებს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად ვეტყვით არას ოკუპაციას, სანამ ამის საჭიროება იქნება, არას პროპაგანდას, ფუჭ ნოსტალგიებს, აგრესიებს და უახლეს ტრაგიკულ წარსულს. ეს დღე ჩვენია და ყოველ 26 მაისს ყველანი ერთად დავამტკიცებთ ჩვენი ქვეყნის ერთგულებას, ყოველთვის, როცა ამის საჭიროება იქნება, ჩვენი არჩევანის მიმართ. ვიბრძოლოთ ძლიერი უკეთესი, ბედნიერი ევროპული საქართველოსთვის.“ აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელმა განსაკუთრებული მადლობა ქართველ ჯარისკაცებს და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურებს გადაუხადა.

„დღეს პირველად აქ დგას ნატოს ქართული ასეული და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ისტორიული მომენტი, რომელიც ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ ოჯახში დაგვაბრუნებს, ევროპულ,  ევროატლანტიკურ ოჯახში. მე მადლობა მინდა ვუთხრა ამ ბიჭებს, განსაკთრებული მადლობა ამ მიღწევისთვის. ამ შესაძლებლობისთვის და ამ სტატუსისთვის, რომელიც სულ ფურო გვაახლოებს ევროპულ საქართვლეოსთან. მინდა განსაკუთრებით მივესალმო ამერიკელ, დიდ ბრიტანელ, პოლონელ და ლატვიელ სამხედრო მოსამსახურეებს. მათი აქ დგომა ადასტურებს, რომ ჩვენ მარტო არ ვართ არც დღესასწაულის დროს და არც გაჭირვების დროს.“

„ვემსახურები საქართველოს,“ - ამ სიტყვებით დაასრულა თავდაცვის მინისტრმა საკუთარი გამოსვლა .





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე