ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ მშვიდობიანი მსვლელობით აღინიშნება

საქართველო, თბილისი - 11:49 | 26.05.2016
ნანახია: 1358

ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღე მხოლოდ მშვიდობიანი მსვლელობით აღინიშნება. როგორც ლევან შონიამ ჟურნალისტებს განუცხადა გაუქმებულია ყველა ღონისძიება.

"ეს დღე განსაკუთრებულად მინდა მივულოცო, 19 მაისს ხურჩაში დაღუპულ გიგა ოთხოზორიას შვილებს, ისინი ყოველთვის იამაყებენ მამის განვლილი ცხოვრებით. გიგა არ შეეგუა უსამართლობას და მედგრად დადგა შეიარაღებულების წინაშე, ის ჩვენი დროის გმირია! ოთხოზორიების ოჯახის ტკივილი თითოეული ჩვენგანის ტკივილია, ჩვენ დღეს ზუგდიდში გავაუქმეთ ყველა ღონისძიება, დღეს ეს ქალაქი დამოუკიდებლობის დღეს სიმბოლურად, მშვიდობიანი მსვლელობით აღნიშნავს. ხელისუფლება ოთხოზორიების ოჯახის გვერდით დგას", - განაცახდა ლევან შონიამ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე