რომელი ქვეყანა შეგეფერება სამოგზაუროდ, ლაივსტრიმით დაკავშირება ევროპის დედაქალაქებიდან - სახალისო ტესტი რუსთაველზე

საქართველო, თბილისი - 11:07 | 26.05.2016
ნანახია: 1394

 დღეს, 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. იუსტიციის სამინისტრო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სპეციალური პავილიონით (ინსტალაცია).

სამინისტროს ინფორმაციით, „ცისფერი გალერეასთან“ დაიდგმება სპეციალურად დამზადებული კონსტრუქცია, რომელიც ბრენდირებული იქნება საქართველო-ევროკავშირის ფერებში, შესაბამისი თემატიკით. კონსტრუქცია წარმოადგენს გადახურულ მონიტორს, საიდანაც ლაივსტრიმის მეშვეობით ევროპის სხვადასხვა დედაქალაქიდან თბილისში ღონისძიებაზე მყოფ მოქალაქეებს გაესაუბრებიან (11.00 საათიდან 19.00 საათამდე).

გასაუბრების წინ ეკრანიდან თითოეულ მოქალაქეს სახალისო ტესტი ჩაუტარდება, რომლის მიხედვითაც გაირკვევა, თუ რომელი ქვეყანა შეეფერება  ამა თუ იმ პირს სამოგზაუროდ. ამის შემდეგ ჩაირთვება ლაივსტრიმი, სადაც ტესტის შედეგიდან შერჩეული ქვეყნიდან მიესალმებიან.

საუბრის თემა მთლიანად ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას შეეხება. აქვე მოქალაქეებს დაურიგდებათ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო ბროშურები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე