"პატრიარქის სურვილია, მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ" - 1 წელი ეთერ კაკულიას გარეშე...

საქართველო, თბილისი - 13:54 | 25.05.2016
ნანახია: 1412

26 ივნისს მომღერალ ეთერ კაკულიას გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის. ყველასთვის საყვარელი მომღერალი შარშან, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და უამრავ ადამიანს დასწყვიტა გული. თბილი, კეთილი და მხიარული ქალბატონი ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია... როგორც მომღერლის რძალმა ნინო მელაშვილმა ambebi.ge განუცხადა, პატრიარქის სურვილია, რომ მახათას მთაზე გადაასვენონ ეთერ კაკულიას ცხედარი. 

"ვაკის სასაფლაოზე, დედ-მამის გვერდით. არადა, დიდუბის პანთეონზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იქ ადგილი არ აღმოჩნდა, მერე პატრიარქის სურვილი იყო, ჯერ დედ-მამასთან დაკრძალულიყო და მახათას მთა რომ გაიხსნება, ეთერს იქ გადაასვენებენ, პანთეონში დაკრძალავენ. ახლა ამას ველოდებით", - აცხადებს ნინი მელაშვილი.  მომღერლის რძალი (ვაჟის მეუღლე):





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე