თბილისში საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები დამონტაჟდება

საქართველო, თბილისი - 14:31 | 08.10.2015
ნანახია: 1771

თბილისის „მწვანე ქალაქად“ გარდაქმნა იწყება. საქართველოს დედაქალაქში გარკვეული საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები დამონტაჟდება.

როგორც ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ამბობს, პროექტზე სამინისტრო თბილისის მერიასთან ერთად მუშაობს და უახლოეს ხანებში წარმოდგენილი იქნება დეტალური გეგმა, თუ სად შეიძლება პანელების დამონტაჟება და ასევე როდის დაიწყება პროექტის რეალიზება.

„თბილისის მერიასთან საუბარი იყო, რომ გავაკეთოთ ერთობლივი პროექტი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოს დედაქალაქი იყოს „მწვანე ქალაქი“. გვაქვს ამის შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელ კორპუსებზე მოხდეს მზის პანელების დამონტაჯება, რითაც შესაძლებელი იქნება ელეტროენერგიის მიღება. პარალელურად კი მოვახერხებთ ელექტროენერგიის დაზოგვას, რომელსაც ჰიდროელეტროსადგურები და თბოელეტროსადგურები გამოიმუშავებენ. პროექტზე მუშაობა დაწყებულია და უახლოეს ხანებში წარმოვადგენთ ერთობლივ ხედვას თუ რ აგაკეთდება და როდიდან დაიწყება მისი განხორციელება.

მთავარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგით და ასეთი უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ“,- აღნიშნა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საბჭოს წევრებმა ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რომელიც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები თბილისშიც განხორციელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე