ხურჩაში მომხდარი მკვლელობის გამო, ზუგდიდში, 26 მაისისთვის დაგეგმილი გალა კონცერტი გაუქმდა

საქართველო, თბილისი - 10:29 | 25.05.2016
ნანახია: 1557

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ზუგდიდში საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება. ამის მიზეზი ხურჩაში მომხდარი მკვლელობაა. 

ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის დაგეგმილი გალა კონცერტი გაუქმდა.  

26 მაისთან დაკავშირებით ზუგდიდში დილის 09:00 საათიდან ვლაქერნის ღმრთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, სამშობლოსთვის დაცემული გმირების სულის მოსახსენიებლად პარაკლისს აღავლენენ. 11:00 საათიდან სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლებს გვირგვინებით შეამკობენ. 12:00 საათზე ლომოურის ქუჩაზე აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების სკვერი გაიხსნება

26 მაისს ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას დაკრძალავენ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე