ენერგეტიკის მინისტრი ბრიუსელში გაზპრომის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 08.10.2015
ნანახია: 1674

 

ენერგეტიკის მინისტრი ბრიუსელში გაზპრომის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დეტალებს ასაჯაროებს. როგორც კახი კალაძე აცხადებს, მან „გაზპრომის“ მენეჯმენტთან საქართველოს გავლთ ბუნებრივი არის ტრანზიტის გაზრდის შესაძლებლობებზე და ასევე კომერციული ოპერატორებისათვის, კონკურენტულ ფასად, რზსეთიდან ბუნებრივი არის შემოტანაზე იმსჯელა.

„ბრიუსელში „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრა მქონდა. ესეთი შეეხვედრა პირველი არ ყოფილა, ჩვენ წლების განმავლობაში კარგი, მეგობრული ურთიერთობები გვაქვს, ამ თვალსაზრისით.

ეს იყო სამუშაო ტიპის შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი იყო მილსადენით ქვეყანაში ტრანზიტის გაზრდაზე. რაც ჩვენთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს მიმართულება იყოს დატვირთული და ტრანზიტი იყოს გაზრდილი. შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზეც, რომ კერძო კომპანიებს მიეცეთ საშუალება, რუსეთიდან ბუნებრივი აირი შემოიტანონ.

როგორც ვიცით, ჩვენთვის ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა რაღაც მოცულობებზე არის გარკვეული პრობლემები. თუ ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რუსეთიდან შესაძლებელი იქნება დამატებითი მოცულობების წამოღება, რა საკვირველია კონკურენტუნარიან ფასებში, რომელიც გაუწევს კონკურენციას აზერბაიჯანისდან მოწოდებულ ბუნებრივ არის, მაშინ ნებიმერ კომერციულ ობიექტს ექნება შესაძლებლობა რუსეთიდან ბუნებრივი აირი წამოიღოს“,- განაცხადა კახი კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება ირანიდან ბუნებრივი არის შემოტანის გეგმაზეც აქტიურად მუსაობს.

„ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ, რომ იაფიანი გაზი შემოვიტანოთ ირანიდანაც. ეს შეიძლება მოხდეს სომხეთის, ან აზერბაიჯანის გავლით. ვნახოთ. რაც უფრო მეტი დივერსიფიცირებული წყარო გვექნება, როგორც ბუნებრივი აირის, ასევე ელექტროენერგიის კუთხით, ეს რაღათქმა უნდა მისასალმებელია და ჩვენ არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ერთ მომწოდებელზე.

ნებისმერი განვითარებული ქვეყანა ცდილობს მოახერხოს ენერგომატარებლების დიოვერსიფიცირება და მთელი ევროპა ამაზე მუშაობს“, - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე