შსს-მ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

საქართველო, თბილისი - 17:00 | 24.05.2016
ნანახია: 1404

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული სერგო პ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სერგო პ.-მ მიმდინარე წლის 21 მაისს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1992 წელს დაბადებულ გიორგი ტ.-ს და 2000 წელს დაბადებულ ნუგზარ კ.-ს ხელისა და ფეხის არეში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
დაკავებული  ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე