რუსთავში სოციალური მაცივარი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 15:22 | 24.05.2016
ნანახია: 1776

დღეს, რუსთავში, სუპერმარკეტ ,,მადაგონის" წინ (შარტავას გამზირი #3) დაიდგა ,,სოციალური მაცივარი".

მაცივარი სოციალურად დაუცველი პირების დახმარების და მოსახლეობაში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების მიზნით გაიხსნა. მასში ნებისმიერმსურველს შეუძლია საკვები პროდუქტის განთავსება სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით. (ინსტრუქცია და ფოტოები იხილეთ მიმაგრებულ ფაილში)

მაცივარი რუსთაველი ახალგაზრდების ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" მხარდაჭერით გაიხსნა.  

მაცივრის ირგვლივ უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად დამონტაჟებულია ვიდეო თვალი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე