„მზიურის“განახლებასთან დაკავშირებით დავით ნარმანიამ კონკრეტული დავალებები გასცა
საქართველო, თბილისი - 14:30 | 24.05.2016 ნანახია: 1285თბილისის მერი დავით ნარმანია, ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან ერთად მზიურის პარკის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც პროექტ „ახალი მზიური“-ს ფარგლებში ამფითეატრისა და სოციალური კაფის აღდგენით სამუშაოებს გაეცნო. დავით ნარმანიამ მერიის სტრუქტურაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს ვერეს ხეობის განვითარებასთან დაკავშირებით კონკრეტული დავალებები მისცა.
„თბილისის მერია მხარს უჭერს სოციალურ კაფეს, რომელიც კეთდება მზიურის ტერიტორიაზე, რათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის იყოს ხელმისაწვდომი, გარდა ამისა, ჩვენ ვაწესრიგებთ პარკს და მერიის შესაბამის სამსახურებს დღეს მე მივეცი კონკრეტული დავალებები. რაც შეეხება მდინარე ვერეს ხეობის ნაწილს, რომელიც გასულ წელს სტიქიის შედეგად დაზიანდა, ჩვენ ყველა ტიპის მოსამზადებელი სამუშაო დავასრულეთ და ახლა მზადდება პროექტი, რომელიც მზიურის ტერიტორიის გამწვანებას და მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებას დავიწყებთ ზაფხულიდან. შემოდგომაზე აქ დაირგვება ხეები, მოწესრიგდება ტერიტორია, რათა რეკრეაციული ფუნქცია, რაც გააჩნდა მზიურის პარკს, მთლიანად აღდგეს და მოსახლეობას ჰქონდეს დასვენების, განტვირთვის საშუალება,“ - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
„მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონის, ტყე-პარკის,საგანმანათლებლო ცენტრის, სპორტული კომპლექსისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. პროექტის ფარგლებშივე ამოქმედდება ამფითეატრი და სოციალური კაფე, რომელიც ძველი იერსახით შენარჩუნდება და თანამედროვე ელემენტებით დაიტვირთება. თბილისის მერია ადაპტირებული კაფის სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად უზრუნველყოფს, მათ შორის, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კაფე აღიჭურვება ადაპტირებული სველი წერტილებით, უკვე დამონტაჟდა პანდუსი, გამაგრდა საყრდენი კედლები და შენობა გადაიხურა თანამედროვე სამშენებლო მასალებით. გარემონტებულ ამფითეატრში მოეწყობა კინოჩვენებები, კონცერტები, სპექტაკლები, გაიმართება შემეცნებითი ღონისძიებები.
ძველი ამფითეატრისა და კაფის შენობები თბილისის მერიამ ორგანიზაცია „მზიანს" სარგებლობის უფლებით გასულ წელს გადასცა.აღნიშნულის შესახებ თხოვნით მერიას ფოტოგრაფმა და უფლებადამცველმა ანა გოგუაძემ მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო.
პარალელურად,მიმდინარეობსმომსახურეპერსონალისგადამზადება. უსინათლოთათვის კეთდება სანიშნეები, მენიუებსა და საინფორმაციო ბუკლეტებზე გამოყენებული იქნება ბრაილის შრიფტი. სმენის არ მქონეპირებისთვის დამონტაჟდება სპეციალური მანიშნებლები.
„მზიურის“ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი საბავშვო მოედნების მოწყობაც. წლების განმავლობაში პარკს არ ჰქონდა გარე განათება. თბილისის მერიამ უკვე დაიწყო ლამპიონების დამონტაჟება.
პროექტის ფარგლებში „მზიური“ ახალ სიცოცხლეს შეიძენს და პარკის ტერიტორია ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა