ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი პროკურორს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 14:17 | 24.05.2016
ნანახია: 1492

ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატმა ლევან სამუშიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ადვოკატი პროკურრ ნინო აღლემაშვილის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ "სპეცკავშირმშენმა" ოფიციალურად შეთავაზა და თავდაცვის სამინისტროში დაარეგისტრირა უფასო შეთავაზების შესახებ წინადადება. ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატი, ლევან სამუშია პროკურორს ტყუილში ადანაშაულებს. მან ბრიფინგზე სამხილები (თავდაცვის სამინისტროს 11.02.2015 წერილი) წარადგინა

‘’პროკურორი ნინო აღლემაშვილი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირდაპირ ეთერში სიცრუის ტირაჟირებას ეწევა. შეცდომაში შეყავს საზოგადოება და ჟურნალისტები... ავთანდილ ჭოლოკავამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა საწინააღმდეგო, "სპეცკავშირმშენს" არავითარი ოფიციალური შეთავაზება თავდაცვის სამინისტროსთვის არ გაუკეთებია და არ დაურეგისტრირებია. პროკურორი აღლემაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საქმეში ეს დარეგისტრირებული მასალები დევს. "კაბელების საქმეში", რეალურად დევს მასალები, რომლის თანახმადაც, ჭოლოკავას და მის კომპანია "სპეცკავშირმშენს" არავითარი ოფიციალური შეთავაზება უფასო მომსახურებასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია!!! პროკურატურა იტუება!!!’’, - განაცხადა ლევან სამუშიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე