ატენის ერთ-ერთ სოფელში 4 წლის ბიჭუნა გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 11:36 | 24.05.2016
ნანახია: 1615

ატენის ხეობის ერთ-ერთ სოფელში უკვე მეოთხე დღეა 4 წლის ბიჭუნას ეძებენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პატარა ბოლოს სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, სოფლის ცენტრში, თანატოლებთან და უფროს ძმასთან, 5 წლის თამაზთან ერთად ნახეს.

20 მაისს სოფელში დღეობას აღნიშნავდნენ, რა დროსაც ბიჭუნა გაუჩინარდა.

სამძებრო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა, ბავშვის კვალს ვერსად მიაგნეს.

გამოძიება საქართველოს ს/ს კოდექსის 143-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე