თბილისში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური ფინალი გაიმართა ხელბურთში

საქართველო, თბილისი - 14:54 | 23.05.2016
ნანახია: 1947

თბილისში გაიმართა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს ზონალური ფინალი ხელბურთში.

შეჯიბრში მონაწილეობამიიღეს რეგიონებში გამარჯვებული სკოლების ვაჟთდა- თელავის N4, რუსთავისლაზარეს სახელობის, გორის N3, თბილისის N161 სკოლების და გოგონათა - თბილისის N175, რუსთავის N15, თელავის N3, გორის გიორგი მთაწმინდელისსკოლების გუნდებმა.

ვაჟთა ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ თბილისის N161 სკოლისა და რუსთავის ლაზარეს სკოლის გუნდები. თამაში ძალიან საინტერესო და სანახაობრივი აღმოჩნდა, 161 სკოლის გუნდის წევრები არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ პროფესიონალ მოთამაშეებს. თითქმის არცერთი შეტევა უგოლოდ არ დაუსრულებიათ. საბოლოოდ კი თამაში 18-ით 8 დასრულდა 161 სკოლის სასარგებლოდ.აღნიშნული გუნდი შეხვდება დასავლეთ საქართველოს ჩემპიონს დავნახოთ რას იზავენ ისინი ორთაბრძოლაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

გოგონათა ფინალში კი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თბილისისN175 და თელავის N3 სკოლების გუნდები. თბილისმა ამ შემთხვევაშიც არ დაუთმო პირველობა სტუმარს და ანგარიში 9-ით 1 დასრულდა 175 სკოლის გუნდის სასარგებლოთ.

გამარჯვებული გუნდები მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვა ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კიკალიშვილმა.

ამ თამაშებით გამოვლინდნენ აღმოსავლეთ საქართველოს ჩემპიონი გუნდები, რომლებიც სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, 27 მაისს, დასკვნით ფინალურ შეხვედრაში შეეჯიბრებიან დასავლეთ საქართველოს ჩემპიონებს. დასკვნით თამაშებზე გამარჯვებულები კიგაემგზავრებიან ანაკლიის მომავლის ბანაკში.

შეჯიბრის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა მოსწავლე–ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია და ხელბურთის ეროვნული ფედერაცია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე