24-25 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დასკვნითი კონცერტები გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:37 | 23.05.2016
ნანახია: 1749

24-25 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტები გაიმართება. საღამოზე შესრულდება გამოჩენილი ქართველი დირიჟოსირა და კომპოზიტორის სიმღერები, რომელთა არანჟირება სპეციალურად ამ კონცერტისთვის გაკეთდა. მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი ,,რუსთავი“, ეკა მამალაძე და ვახტანგ კახიძე. პროექტი განხორციელდა თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელშეწყობით.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-2 საერთაშორისო ფესტივალი 12 მაისს გაიხსნა ლეგენდარილი ჯგუფის Take6-ის კონცერტით. 2016 წლის ფესტივალის პროგრამაში ასევე იყო ჯაზის ლეგენდა ივან ლინსი.

ფესტივალი, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო პროექტის - „Check In Georgia“ ფარგლებში, 2015 წელს ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაფუძნდა. მისი პროგრამა აგებულია თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და პოპულარული მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებით სინთეზზე და განკუთვნილია ყველა ჟანრის მუსიკის მოყვარულთათვის.

ფესტივალის წარმდგენები არიან:

  • ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი
  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;

ფესტივალის მხარდამჭერები:

  • თბილისის მერია;
  • თბილისის კულტურული   ღონისძიებების   ცენტრი;
  • ფონდი ,,ქართული გალობა“
  • თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრი;
  • კომპანია ,,სუფთა სახლი“;
  • სასტუმრო ,,რუმს ჰოტელ თბილისი“;
  • რესტორანი ,,ფაეტონი“;
  • საინფორმაციო უზრუნველყოფა - ტელეკომპანია GDS




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე