რესპუბლიკის ბაღში ,,ცოცხალი ბიბლიოთეკა’’ მოეწყობა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 21.05.2016
ნანახია: 1249

დღეს, 16:00 ზე, ახალგაზრდული ასოციაცია დრონის ორგანიზებით ,,ცოცხალი ბიბლიოთეკა“ მოეწყობა.  ღონისძიება პირველი რესბულიკის სახელობის ბაღში (რუსთაველის # 6)16:00 საათზე დაიწყება.

როგორც რეალურ ბიბლიოთეკაში,  ღონისძიებაზე შეგეძლებათ ითხოვოთ სხვადასხვა წიგნები და გაეცნოთ მათ, მაგრამ რეალური ბიბლიოთეკისგან განსხვავებით, აქ ცოცხალ ანუ ადამიან-წიგნებს შეხვდებით.

ცოცხალ ბიბლიოთეკაში  გაეცნობით ისეთ „წიგნებს“ როგორიცაა: ასტრონომი, მუსლიმი, ფემინისტი, დამწყები მსახიობი, ახალგაზრდა მწერალი, ვეგანი, მათ შორის ზოოპარკის დირექტორს , უცხოეთში მოღვაწე ქართველ ფეხბურთელებს, მოცეკვავეებს და კიდევ 30-მდე საინტერესო ადამიანს.

ახალგაზრდული ასოციაცია დრონი ყოველ წელს ახორციელებს აღნიშნულ პროექტს. „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ გახლავთ ინოვაციური და უნიკალური პროექტი, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპების მსხვრევის პროცესში. პროექტი ითვალისწინებს არაფორმალურ და ინტერაქციულ დიალოგს განსხვავებული სქესის, კულტურული თუ ეთნიკური წარმომავლობისა და შეხედულებების მქონე ახალგაზრდებს შორის.

ცოცხალი ბიბლიოთეკა მკითხველებს 18:00 საათამდე უმასპინძლებს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე