სახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გ.ო.-ს მკვლელობის ფაქტს ეხმაურება

საქართველო, თბილისი - 12:37 | 21.05.2016
ნანახია: 1352

სახალხო დამცველი აფხაზეთის გამყოფ ხაზზე გ.ო.-ს მკვლელობის ფაქტს ეხმაურება.

„სახალხო დამცველისათვის ცნობილი გახდა 19 მაისს აფხაზეთის გამყოფ ხაზზე ახალგაზრდა მამაკაცის გ.ო.-ს მკვლელობის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გ.ო. ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტზე პროდუქტის გადატანას ცდილობდა, რა დროსაც აფხაზ ე.წ. მესაზღვრესთან შელაპარაკება მოუვიდა. ე.წ. მესაზღვრემ გ.ო.-ს მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც გ.ო. გარდაიცვალა.

ეს შემთხვევა სიცოცხლის უფლების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაზეც საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას, როგორც რეალური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს ეკისრება. რუსეთის ფედერაცია სასაზღვრო ჯარების მეშვეობით სრულად აკონტროლებს აფხაზეთის გამყოფი ხაზის მთელ პერიმეტრს”, აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე