N5 და N2 პენიტენციურ დაწესებულებებში დამოკიდებულების მქონე პირებისთვის ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამა ამოქმედდა
საქართველო, თბილისი - 12:12 | 21.05.2016 ნანახია: 1261სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, ევროკავშირის, ევროსაბჭოს და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, N5 დაწესებულებაში პროგრამა „ატლანტისის“ ამოქმდებასთან დაკაშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
სპეციალური პროგრამა წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვისაა გათვალისწინებული და მისი მიზანი დამოკიდებულების დაძლევაა. მსჯავრდებულებთან სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები იმუშავებენ. N5 დაწესებულების პარალელურად, აღნიშნული პროგრამა ქუთაისის N2 დაწესებულებაშიც ამოქმედდა. პროგრამის ბენეფიციარი მსჯავრდებულები, ორივე დაწესებულებაში, სპეციალურ სივრცეში განთავსდნენ. ორივე დაწესებულებაში ,,ატლანტისის’ განყოფილებები სათანადო ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, ევროსაბჭოს დახმარებით, პროგრამაში ჩართული ფსიქოლოგებისთვის, თერაპიის ინსტრუქტორებისა და დამხმარეებისთვის მეთოდური სახელმძღვალოც შედგა.
„ატლანტისი“ აპრობირებული პროგრამაა, რომელიც ევროპის ბევრ ქვეყანაშია დანერგილი და წარმატებით მუშაობს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებშიც. საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პროგრამის დანერგვას ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივმა პროგრამამ შეუწყო ხელი, რომლის ფარგლებშიც სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა სპეციალური კურსი გაიარეს და გადამზადდნენ. გარდა ამისა, პროგრამაში ჩართული პირებისთვის დაწესებულებაში ცალკე განყოფილება გამოიყო, როგორც მათი განთავსებისთვის, ასევე, სხვადასხვა ჯგუფური თუ ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების მიზნით“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.
N5 დაწესებულებაში „ატლანტისის“ პროგრამაში 11 ქალი მსჯავრდებული ჩაერთო. მათი განცხადებით, ისინი სრულად ათვითცნობიერებენ საკუთარ პრობლემას და მზად არიან სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების დახმარებით პრობლემა დაძლიონ, შემდეგ კი, დამოკიდებულების მქონე სხვა პირებს აღმოუჩინონ დახმარება.
მსჯავრდებულებთან შეხვედრისას ევროკავშირის წარმომადგენლმა „ატლანტისის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მსგავსი სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა დადებითად იმოქმედებს როგორც მსჯავრდებულების მომავალზე, ასევე, საზოგადოების უსაფრთხოებაზე.
„მოხარული ვარ, რომ „ატლანტისის“ პროგრამა ამოქმედდა და მადლობას ვუხდი ყველა მხარეს, რომელიც ჩართული იყო პროცესში. დაწმუნებული ვარ, ის პოზიტიურ შედეგებს მოიტანს პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. „ატლანტისი“ მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ევროკავშირის წარამომადგენელმა პიტერ დანისმა.
პროგრამა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ხანგრძლივობა სამიდან ექვს თვემდეა.
პოლიტიკა
- პუტინიზმი ცდილობს ბუდე დაიდოს თქვენს სახლში თქვენივე მთავრობის ინიციატივით, ქართველებო, გაუფრთხილდით თავისუფლებას - ბორის აკუნინი
- ნებისმიერი მშფოთვარე აპრილის დროს რუსეთი მარცხდებოდა ამ მოედანზე, სადაც დღესაც შეიკრიბება ხალხი, ახლაც დამარცხდება - ეკა ხერხეულიძე
- ერთ მუშტს მოიქნევთ, ათი მოგხვდებათ, ამ ლაჩრობას არავინ არავის შეარჩენს - დავით მათიკაშვილი
- არ ვიცი, ვისი დაკვეთა იყო, მაგრამ ფაქტია, იყო წინასწარ დაგეგმილი აქტი - შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძეზე თავდასხმაზე
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
- ელექტრომობილების გაყიდვები საქართველოში 37%-ით გაიზარდა - Tegeta Cars ბაზრის მთავარი მოთამაშეა
- 93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
- სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებულია
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა