ცესკომ არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა დაამტკიცა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 21.05.2016
ნანახია: 2006

ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა დაამტკიცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ცესკო იღებს ვალდებულებას მისი პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხების გათვალისწინებით, მართოს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების სანდოობა იმ მიდგომების და მეთოდების საფუძველზე, რომლებიც წარმოდგენილია არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმაში. აღნიშნული დოკუმენტი ისეთ ძირითად პრიორიტეტებს მოიცავს, როგორიცაა საარჩევნო დავები, ხმების დათვლა, არჩევნების უსაფრთხოება და ა.შ.

არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა 20 მაისს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა, სადაც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს გეგმა რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს საარჩევნო ადმინისტრაციას და ზოგადად საარჩევნო პროცესს - „ასეთი ტიპის დოკუმენტზე ცესკომ პირველად მიიღო გადაწყვეტილება. ის 4 წელზეა გაწერილი და გეგმის შემუშავებისთვის ძირითადი საფუძველი არის კვლევა და შედეგები, რომელიც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა 2014 წლის არჩევნების შემდეგ განახორციელა და მოიცავს 2012, 2013, 2014 წლების არჩევნებს,“ განაცხადა თამარ ჟვანიამ სხდომაზე.
საარჩევნო ადმინისტრაციაში რისკების მართვის გეგმა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა. პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ცესკოს წევრები და აპარატი, ისე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტები.
არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა 2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმით არის გათვალისწინებული და IFES-თან აქტიური თანამშრომლობით შემუშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე