გერმანელმა პროფესორებმა საქართველოში 12 რთული ოპერაცია ჩაატარეს

საქართველო, თბილისი - 16:15 | 20.05.2016
ნანახია: 2395

2016 წლის 16–20 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას გერმანიის ქალაქ დუისბურგის ყბა-სახის ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის წამყვანი ექიმ-სპეციალისტები - თსსუ-ის საპატიო დოქტორები და მოწვეული პროფესორები ჰელმუტ ზიბერი, ანდრეას ჰამმახერი ვიქტორ ვაილერტი და მოწვეული პროფესორი, კარსტენ კრაბსი ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში გერმანელმა პროფესორებმა ქართველ კოლეგებთან ერთად ყბა-სახის მიდამოს განვითარების თანდაყოლილი მანკის 12 რთული რეკონსტრუქციული ოპერაცია ჩაატარეს და ყბა-სახის პათოლოგიების მქონე 25 პაციენტს კონსულტაცია გაუწიეს.

ქალაქ დუისბურგის კლინიკის სპეციალისტებმა ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების, რეზიდენტებისა და ექიმებისთვის ლექციები წაიკითხეს.

გერმანელი პროფესორების სასწავლო-სამუშაო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის ფონდისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანი საქართველოში უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტებისა და კლინიკების პროფესორების მოწვევა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე მიდგომების დანერგვა და განვითარებაა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე