ტელეკომპანია "საქართველოს“ წილებს ყადაღა მოეხსნა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 20.05.2016
ნანახია: 1563

ტელეკომპანია,,საქართველოს“  წილებს ყადაღა მოეხსნა. ,,რუსთავი 2“ - ის ინფორმაციით, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დღეს დილით მიიღო. 

,,TV საქართველოს“  წილები ,,რუსთავი 2“ -ის საქმის ფარგლებში, გასულ წელს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააყადაღა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის წილების გასხვისება აიკრძალა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ურთმელიძის ყადაღა მთლიანად გაუქმებულია. 

"ვფიქრობთ, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივად საფუძველი არ ქონდა ძალაში დაეტოვებინა. როგორც ეს იყო ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული "რუსთავი 2"-ის და მისი დამფუძნებლების წინააღმდეგ, ჩვენ შევეცდებით, რომ ასევე დავასაბუთოთ სასამართლოს წინაშე სხვა განჩინებების უკანონობაც,“ - განაცხადა "რუსთავი 2" - ის იურისტი, თამთა მურადაშვილი. 

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე