შს სამინისტრომ 1 პოლიციელი დაითხოვა, 2-ს კი გაფრთხილება მისცა

საქართველო, თბილისი - 10:23 | 08.10.2015
ნანახია: 1943

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებლის - ქედელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, ქედელიძე დათხოვნილ იქნა პოლიციის რიგებიდან.

საყვედურის სახით დისციპლინური სახდელი დაეკისრათ პოლიციის 2 თანამშრომელს

შსს კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური.

შს სამინისტრო მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს, სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაციის გავრცელებამდე, გადაამოწმონ ფაქტები შესაბამის უწყებაში, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა დეზინფორმაციის გავრცელების გზით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე