მებაჟე ოფიცრებმა მედიკამეტების უკანონო შემოტანა აღკვეთეს

საქართველო, თბილისი - 17:33 | 19.05.2016
ნანახია: 1369

ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების უკანონო შემოტანა აღკვეთეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა. 13 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე“,მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე შეამოწმეს ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ა.ზ.-ისკუთვნილი ბარგი და 33აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი ACETAMINOPHEN CODEINE და 18 აბი ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი DIPENOXILATE MINOO აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ადიგენის რაიონულ სამმართველოს.

ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, 17 მაისს, შემოვიდა ავტომობილი, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქერ.გ. მართავდა. ავტომობილის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CODAMOL აღმოაჩინეს.საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონის სამმართველოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე