6 დაღუპული და 16 დაშავებული რუსი სამხედრო - ახალი დეტალები ცხინვალიდან

საქართველო, თბილისი - 13:03 | 19.05.2016
ნანახია: 3253

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ავტობუსის ავარიის შესახებ რუსული მედია ახალ დეტალებს ავრცელებს. ცხინვალი-ახალგორის მაღალმთიან გზაზე დღეს დილით ავტობუსი გადაბრუნდა, რომელსაც რუსი სამხედრო მოსამსხურეები გადაყავდა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. 16 კი  - სხვადასხვა დაზიანებით ცხინვალის საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში სააგენტო ”ტასს” განუმარტეს, ავტობუსს სასწავლო-მეთოდურ შეკრებაზე ოფიცრები გადაყავდა.

წინასწარი მონაცემებით, ინციდენტი ავტობუსის გაუმართაობის გამო მოხდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე