საქართველო ზიკას ვირუსის გავრცელების რისკის ქვეშ არის - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

საქართველო, თბილისი - 12:05 | 19.05.2016
ნანახია: 2990

ზიკას ვირუსი შესაძლოა ზაფხულში ევროპაშიც გავრცელდეს, თუმცა დაავადების სერიოზული აფეთქების ალბათობა მაღალი არ იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.

ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეშ შავის ზღვის სანაპირო - რუსეთი, საქართველო და მადეირას კუნძულია.

ის ქვეყნები კი, სადაც აფეთქების საფრთხე ზომიერად არის შეფასებული, არის საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და საბერძნეთი. დიდ ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს გაანადგურონ კოღოების გამრავლების ადგილები და დაავადების ნეგატიური შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას - განსაკუთრებით ორსულებს.

ზიკას ვირუსი ადამიანს კოღოს ნაკბენის შედეგად გადაეცემა. ვირუსი ზრდასრულებში არ იწვევს სიკვდილიანობას და დაინფიცირებულ ადამიანებში მას გართულებები არ მოჰყვება. ერთადერთი იშვიათი გართულება, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელსაც დამბლის გამოწვევა შეუძლია. ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს ორსულებისთვის წარმოადგენს. იმის გამო, რომ ვირუსს ამნიონურ სითხეში შეღწევა და ჩანასახის დაინფიცირება შეუძლია, მედიკოსები ეჭვობენ, რომ ზიკამ შესაძლოა ბავშვებში მიკროცეფალია გამოიწვიოს.

მეცნიერების კვლევების მონაცემების მიხედვით, რაიონებში, რომლებიც ზიკას ეპიდემიის საფრთხის ქვეშ არიან, 2,2 მლრდ ადამიანი ცხოვრობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვირუსს გლობალურ საფრთხედ მიიჩნევს. მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არსებობს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე