ხელვაჩაურში 7 ახალი საბავშვო ბაღი შენდება

საქართველო, თბილისი - 15:26 | 07.10.2015
ნანახია: 1817

 

ხელვაჩაურში 7 ახალი საბავშვო ბაღი შენდება. აჭარის მტავრობის ინფორმაციით, 2016 წლიდან ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში კიდევ შვიდი ახალი საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. ბაღები იმ სოფლებში შენდება, სადაც ამ დრომდე არასოდეს ყოფილა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება.

 

რეგიონის მთავრობაში აცხადებენ, რომ სოფელ მახინჯაურში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 577 000 ლარია გამოყოფილი.  სოფელ ფერიის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი 526 899 ლარი. ორივე ობიექტზე სამუშაოებს შ.პ.ს . „ლარგო“ აწარმოებს. მშენებლობებზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო დასაქმებული არიან ადგილობრივები.

მშენებლობის დასრულების შემდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში განთავსდება საჭირო ინვენტარი, ასევე ბაღი უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით და სათამაშოებით. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სრულად კეთილმოწყობის შემდეგ სხვადასხვა პოზიციაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.  ობიექტი ექსპლოატაციაში მომავალი წლის გაზაფხულზე შევა.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს 7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობა. მათ შორის ყველაზე დიდია სოფელ ახალსოფელში მშენებარე საბავშვო ბაღი, რომელიც 180 ბავშვზეა გათვლილი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე