თბილისს საოპერო ვარსკვლავები ეწვივნენ

საქართველო, თბილისი - 16:42 | 11.09.2015
ნანახია: 2888

დღეს თბილისს საოპერო ვარსკვლავები ეწვივნენ. ტენორი - ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი და მის თაობაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ბარიტონად აღიარებული ალბერტო გაძძალე 13 სექტემბერს დიდ მარათონში ჩაერთვებიან.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობისთვის მალე თბილისს დანიელე რუსტიონი ესტუმრება, მაესტრო ოპერის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ კონცერტს 13 სექტემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე