ტომ კრუზმა რელიგიური შეხედულებების გამო ქალიშვილზე უარი თქვა

საქართველო, თბილისი - 15:13 | 18.05.2016
ნანახია: 2740

გასულ თვეს ტომ კრუზისა და ქეთი ჰოლმსის ქალიშვილს - სურის 10 წელი შეუსრულდა. თავის პირველ სერიოზულ იუბილეს გოგონა დედისა და მეგობრების გარემოცვაში შეხვდა. მისი ცნობილი მამა ამ მნიშვნელოვან დღეს მის გვერდით არ ყოფილა.

თუ კი დასავლურ მედიას დავუჯერებთ, ჰოლივუდის ვარსკვლავი ქალიშვილთან ურთიერთობას გაურბის. მას სური თითქმის სამი წელია არ უნახავს.

ეს განსაკუთრებით გასაკვირია, თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ მსახიობს გოგონასთან ურთიერთობას სასამართლო არ უკრძალავს. მას შეუძლია ქალიშვილის ნახვა როცა მოისურვებს. როგორც ჩანს, მსახიობს ამისი სურვილი უბრალოდ არ აქვს.

ჰარი მორჰედმა, რომელიც ტომ კრუზის  დაცვის სამსახურის უფროსად მუშაობდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მსახიობმა ეს გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო, რათა საიენტოლოგიური ეკლესიისთვის ერთგულება დაემტკიცებინა.

მისი თქმით, ტომი ეკელსიის მეთაურის დევიდ მისკევიჯის ძლიერი მორალური ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ”მისკევიჯმა ჩაუნერგა, რომ სურის ბოროტი ტეტანი (საიენტოლოგიაში ტეტანები დემონურ არსებებად მიიჩნევა) ჩაუსახლდა. ტომი სრულებით დარწმუნებულია, რომ ეკლესია ყოველთვის მართალია”,- ამბობს მორჰედი. როგორც კრუზის ახლობლები აცხადებენ, მსახიობს სჯერა, რომ სური თავად მივა მასთან და ისიც დაეხმარება მიიღოს მისი რელიგია.

საიენტოლოგია რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრებაა, რომელიც მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მწერალმა ლაფაიეტ ხაბარდმა შექმნა. ის როგორც რელიგია ოფიციალურად არის აღიარებული აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა ამ მიმდინარეობას დესტრუქციულ სექტად მიიჩნევს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე