ბათუმში სპორტუილი მოედნის მშენებლობისათვის 4,9 მლნ ლარი დაიხარჯება

საქართველო, თბილისი - 15:00 | 07.10.2015
ნანახია: 1837

ბათუმში, ანგისის დასახლებაში სპორტული მოედნის მშენებლობა იწყება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: წყლის სისტემის გაყვანა, ცივი წყლის გაყვანილობის მოწყობა და სანტექნიკური მოწყობილობების მონტაჟი, სანტექნიკური სიტემის მონტაჟი, კონდიცირება, შიგა ელ. სამონტაჟო სამუშაოები, სუსტი დენები (სახანძრო სიგნალიზაცია, სატელეფონო, სატელევიზიო და კომპიუტერული ქსელები), ტრიბუნებზე სკამების მონტაჟი, ბუნებრივსაფარიანი (117x8) მოედნის მოწყობა ავტომატური SF-2203 ტიპის სტაციონალური სარწყავი სისტემით (FIFA-ს რეკომენდირებული სტანდარტით), ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტანდარტის (117x8) მოედნის მოწყობა მარტივი ტიპის სტაციონალური სარწყავი სისტემით (FIFA-ს ლიცენზირებული ორვარსკვლავიანი სტანდარტით), მოედნის შემოღობვა კაპრონნარევი ნაქსოვი ბადით (130x130მმ), ანძების განათების სისტემის მოწყობა 320/590 ლუქსი, ანძების დამიწება, მეხამრიდი, ელექტროქსელი და ცენტრალური მართვის პულტი, გარე ელექტრო მომარაგება, ტერიტორიის განათება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და ღობეებისა და მოაჯირების მოწყობა.
მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე დაპროექტებულია 1575 ადგილიანი სამაყურებლო ტრიბუნა.
სპორტული მოედნის მშენებლობა 2016 წლის 25 დეკემბრისთვის უნდა დასრულ;დეს. პროექტის ბიუჯეტი კი - 4 900 000 ლარს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე