პოლონეთის პრეზიდენტი ნატოსა და რუსეთს შორის ცივი ომის წინააღმდეგია

საქართველო, თბილისი - 11:00 | 18.05.2016
ნანახია: 1429

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, მისი ქვეყანა ნატოსა და რუსეთს შორის ”ცივი ომით” დაინტერესებული არ არის.

”ჩვენ გვჭირდება მიზანმიმართული დიალოგი, რათა შევამციროთ შეცდომების რისკი, თავიდან ავიცილოთ კონფლიქტები”, - განუცხადა მედიას პრეზიდენტმა იტალიაში ვიზიტისას.

დუდას აზრით, მოსკოვთან თანამშრომლობამ ”ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს ნატოს შიგნით  ერთობლივ თავდაცვის შესახებ არსებულ შეთამხმებაზე”. ამის გარდა პოლონეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ დიალოგი უნდა შედგეს ”საერთაშორისო სამართლისა  და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპებზე”.

გასულ კვირას პოლონეთში დაიწყო აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი ბაზების მშენებლობა. დუდას განცხადებით, ”მსგავსი ობიექტები თავისუფალი მსოფლიოს უსაფრთხოებას გააძლიერებენ”.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე