Sotheby's-ის აუქციონზე უმსხვილესი ვარდისფერი ბრილიანტი რეკორდულ ფასად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 10:45 | 18.05.2016
ნანახია: 1561

უმსხვილესი ვარდისფერი ბრილიანტი ჟენევაში Sotheby's-ის აუქციონზე რეკორდულ ფასად  - 31,5 მლნ დოლარად გაიყიდა. ძვირფასი ქვა 15,38-კარატიანია.  

”ეს ახალი მსოფლიო რეკორდია... ეს ყველაზე მაღალი ფასია, რომელიც ვარდისფერ ბრლიანტში ოდესმე გადაუხდიათ”, - განუცხადა ”ფრანს პრესს” აუქციონის ორგანიზატორმა დევიდ ბენეტმა.

ბრლიანტი აზიელმა კერძო პირმა შეიძინა. Sotheby's-მა მანამდე ძვირფასი ქვა 28-38 მლნ დოლარად შეაფასა.

ბრილიანტი ხუთი წლის წინ სამხრეთ აფრიკის საბადოზე აღმოაჩინეს. გასაყიდად ის ნიუ-იორკში ბაზირებულმა კომპანია Cora International-მა გამოიტანა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე