პარიზში პოლიციამ 87 დემონსტრანტი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 18.05.2016
ნანახია: 1713

საფრანგეთში შრომის კოდექსის რეფორმის წინააღმდეგ გამართულ მანიფესტაციაში 220 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.

ისინი შრომის ახალ კოდექსს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის გადასახდელი თანხა მცირდება

აქცია არეულობების ფონზე მიმდინარეობდა. დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებსა და შუშხუნებს ესროდნენ, სამართლდამცავებმა მანიფესტანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი გაზი და მანათობელ-ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს.

გაზეთ Monde-ის ინფორმაციით, პოლიციელებმა  87 ადამიანი დააკავეს.

საფრანგეთში გაფიცვები და მასობრივი გამოსვლები შრომის რეფორმის პროექტის განხილვის ფონზე მიმდინარეობს. აქციები უმეტესად უწესრიგობებითა და პოლიციასთან შეტაკებებით სრულდება.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე