ნადეჟდა სავჩენკოს გაცვლაზე მიღწეული შეთანხმება 18 მაისიდან შედის ძალაში

საქართველო, თბილისი - 18:48 | 17.05.2016
ნანახია: 1419

უკრაინულ სამხედრო მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ხვალიდან შედის ძალაში. 22 აპრილს საგენტო РБК-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე გაცვლიან, რომელთაც 14-14 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ. РБК ფედერაციის საბჭოში წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პატიმრების გაცვლა მას შემდეგ მოხდება, რაც ალექსანდრ ალექსანდროვისა და ევგენი ეროფეევზე გამოტანილი სასამართლო განაჩენი ძალაში შევა. მათთვის უკრაინული სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ვადა კი ხვალ, 18 მაისს იწურება.

დაკავებულების გაცვლის საკითხები უნდა გადაწყდეს რუსეთისა და უკრაინის მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ 1983 წლის კონვენციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საფუძველზე. პროცედურის თანახმად, ორივე მხარემ უნდა გაცვალოს დოკუმენტების პაკეტი, რომლებშიც ნათქვამი იქნება, რომ მხარეები აღიარებენ სასამართლოს განაჩენებს.

22 მარტს რუსეთის სასამართლომ უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდბეით 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე